საიტის მოდერნიზაცია

საიტის მოდერნიზაცია - აუწყვეთ ფეხი დროს. დროთა განმავლობაში ძალიან კარგი საიტებიც კი კარგავენ არსებულ პოპულარობას და ფინანსურ ეფექტურობას - ისინი მორალურად ძველდებიან. ის რაც რამოდენიმე წლის წინ ითვლებოდა აზროვნების მწვერვალად და ტექნოლოგიების პიკად, დღეს - ჩვეულებრივი, შაბლონური გადაწყვეტაა. თუ ეს თქვენთვის აქტუალურია, თუ ახალი საიტის შექმნა მოითხოვს ფინანსურ და დროის დანახარჯებს და ამავდროულად ძველი საიტი ვეღარ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას, ვებ-დიზაინის სტუდია Amber გთავაზობთ კომპრომისულ ვარიანტს - საიტის მოდერნიზაციის სერვისს.

საიტის მოდერნიზაცია - ესაა საიტის დიზაინის სრული, ან ნაწილობრივი შეცვლა, მოძველებული ინფორმაციის განახლება, საიტის შევსება დამატებითი ახალი ფუნქციონალური ელემენტებით. ამასთან ერთად აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა შესრულდეს საიტის უკვე არსებულ სტილში.

ვებ-დიზაინის სტუდია Amber გთავაზობთ საიტის მოდერნიზაციის სრულ კომპლექსს. დამკვეთის სურვილით და არსებული საიტის ანალიზის საფუძველზე ჩვენ შემოგთავაზებთ საიტის მოდერნიზაციის შესაძლო ვარიანტებს.

საიტის მოდერნიზაცია მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

  • ახალი განყოფილებების დამატება;
  • საიტის დიზაინის შეცვლა;
  • ცვლილებები საიტის სტრუქტურასა და ნავიგაციაში.

ჩვენი რჩევაა ჩაატაროთ საიტის მოდერნიზაციის ღონისძიება უშუალოდ საიტის ოპტიმიზაციის და პოპულარიზაციის წინ. თუ საიტი მოუხერხებელია, ხოლო დიზაინი არ შეესაბამება თანამედროვე სტილს, მაშინ ასეთი საიტის პოპულარიზაცია გამოიწვევს კლიენტების და სახსრების დაკარგვას, შესაბამისად მოსალოდნელი შეკვეთებისა და შემოსავლების ზრდა არ იქნება. აუცილებელია შეიქმნას ისეთი კომფორტული გარემო, რომელიც საიტზე შემოსულ დამთვალიერებლებს გადააქცევს კლიენტებად და დამკვეთებად.

ვებ-დიზაინის სტუდია Amber მზადაა შემოგთავაზოთ საიტის მოდერნიზაციის სერვისის სრული პაკეტი, ასევე საიტის შექმნა და მისი პოპულარიზაცია.

საიტის მოდერნიზაციის ღირებულება, მთლიანად დამოკიდებულია თქვენი სურვილების კოეფიციენტზე, შეცვალოთ ვებ-დიზაინი ან ვებ-საიტი ძველი პროექტიდან ახალზე. თუმცა ზოგჯერ საჭიროა დაფიქრება, ღირს კი ძველი ვებ-გვერდის განახლება? უფრო ხშირად - არა. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ გადასაკეთებელია ძალიან ბევრი, და გაცილებით მარტივია, შეიქმნას ვებ-საიტი ახლიდან, ძველი საიტის მასალებზე დაყრდნობით, ძველი შეცდომების გაანალიზებით. თანაც ეს გაცილებით იაფი იქნება!

თუკი თქვენ რაღაც მაინც არ გაკმაყოფილებთ თქვენს საიტში, არ ყოფნის პროგრამული სიახლეები, დიზაინერული გადაწყვეტები, ცუდი რეიტინგი, ან უბრალოდ არ ჰყოფნის საფირმო სტილი, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ საიტის მოდერნიზაციის სერვისი, ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები და დიდი გამოცდილება.

თუ თქვენი ამოცანა სცილდება შემოთავაზებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევიმუშავებთ პირადად თქვენთვის, საიტის მოდერნიზაციის ინდივიდუალურ პაკეტს. ვებ-დიზაინის სტუდია Amber გამუდმებით თვალყურს ადევნებს დასმული ამოცანის ხარისხიან შესრულებას.